გერმანელების კულტურული კვალი თბილისსა და საქართველოში

1 თებერვალს, 12 საათზე, თბილისის საკრებულო  საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს – გერმანელების კულტურული კვალი თბილისსა და საქართველოში.
თემის წარმდგენი და მთხრობელია არქიტექტორ-რესტავრატორი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ნესტან თათარაშვილი.
ისტორია მოიცავს 1817 წლიდან ჩამოსახლებული გერმანელების დასახლებებსა და არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ასევე, თბილისში არსებული ორი გერმანული სოფლის დღევანდელ მდგომარეობას.
თამარ მეფის დარბაზში მოეწყობა გამოფენა -,,გერმანელების დანატოვარი თბილისში“.
პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ უკვე მესამე წელია, ყოველი თვის პირველ შაბათს, სხვადასხვა თემით მასპინძლობს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები