შს მინისტრმა 112-ის 2019 წლის საუკეთესო დისპეჩერი გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ეწვია. ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს, სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა.

უწყების ცნობით, სალომე ბასილაძე 112-ში მერვე წელია, ცენტრის გახსნის დღიდან, საპატრულო პოლიციის მიმართულებით მუშაობს.

“ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ამავე დროს, იგი უდიდესი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელო ჩემი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეების დახმარება”, – განაცხადა სალომე ბასილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები