„კავკასიურ სახლში“ დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება

31 იანვარს, 18:30 საათზე, „კავკასიურ სახლში“  დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საჯარო კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ აგლაძის „ნანული და გოგი“ და ზურაბ ინაშვილის „სხვა ქალაქი“.
ფილმები მოგვითხრობს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებსაც უმუშევრობისა და მოუწესრიგებელი კომუნალური ინფრასტრუქტურის ფონზე ყოველდღიური საზრუნავით სავსე ცხოვრება აქვთ. ეს არის ადამიანების ცხოვრების ამბები თბილისის გარეუბნებიდან და საქართველოს ერთი პატარა სოფლიდან.
ფილმი „ნანული და გოგი“ ისტორიაა მიტოვებულ სოფელზე, სადაც ოდესღაც ბევრი ხალხი ცხოვრობდა.
ფილმში „სხვა ქალაქი“ კი დედაქალაქის მეორე მხარეა ნაჩვენები, სადაც რიგითი თბილისელების ისტორიები და პრობლემებია გაერთიანებული და „ადამიანების ემოციები და იმედები ნაჩვენებია ჯუნგლების ფონზე“.
კინოჩვენების შემდგომ გაიმართება დისკუსია თემაზე: „საქართველოში ცხოვრების უხილავი მხარეები“.
მისამართი: გალაკტიონის ქუჩა #20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები