ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი „გლობალურ საფრთხედ“ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში გამოვლენილ ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით „გლობალურ საფრთხეს“ აცხადებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში გავრცელდეს.

WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთთან შედარებით დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, „ახლა ჩვენ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევზღუდოთ ვირუსის შემდგომი გავრცელება“. ადანომი ვირუსს „უპრეცედენტო ეპიდემიას“ უწოდებს, რომელსაც „უპრეცედენტო საპასუხო ზომები“ სჭირდება.

ახალი ტიპის კორონავირუსს, სულ მცირე 213 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 10 ათასი ადამიანი დაავადებულია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 18 ქვეყენაში დაავადების 98 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა არც ერთი მათგანი ლეტალურად დასრულებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები