არჩილ თალაკვაძე ყაზახეთის ელჩს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ესაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირებს და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმჟომარტომ ტოკაევი და ყაზახი კოლეგები – სენატის თავმჯდომარე, დარიგა ნაზარბაევა და მაჯლისის თავმჯდომარე ნურლან ნიგმატულინი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
არჩილ თალაკვაძე ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, მიმდინარე საკითხებზე და გეგმებზე ესაუბრა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო.