მაია ცქიტიშვილი: უარყოფითი კომენტარები სენატორების წერილებში გამოწვეულია იმ არასწორი ინფორმაციით, რომელიც მათ ოპოზიციამ მიაწოდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სენატორების წერილებში გამოწვეულია იმ არასწორი ინფორმაციით, რომელიც მათ ოპოზიციამ მიაწოდა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმენები და სენატორები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებენ.

“ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პირველ რიგში, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონოდა, კონგრესმენებს და სენატორებს ჰქონოდათ სურვილი, საქართველოს მთავრობისგან მიეღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია მანამ, სანამ ისინი თუნდაც დაუჯერებდნენ ან მიყვებოდნენ ოპოზიციის მხრიდან მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას. უარყოფითი დამოკიდებულება არ არის, ჩვენი მეგობრები აღიარებენ, რომ საქართველო მათი მეგობარი და მათი სტრატეგიური პარტნიორია. უარყოფითი კომენტარები მათ წერილებში გამოწვეულია იმ არასწორი ინფორმაციით, რომელიც მათ ოპოზიციამ მიაწოდა,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს.

წერილში სენატორები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები