ავღანეთმა გამოაცხადა, რომ პაკისტანთან არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს
ავღანეთის ხელისუფლება პაკისტანთან ურთიერთობებში არსებული უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობს,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თალიბანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
„ავღანეთი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ ისწრაფვის. პაკისტანის მხარე არ არის მზად უთანხმოებების დიალოგის გზით გადასაჭრელად“, – განაცხადა მან.