ისრაელში აშშ-ის ელჩმა დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა

ირანზე ამერიკის შესაძლო დარტყმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, დღეს თავის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ებრაული სახელმწიფოს დატოვებისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ჰაკაბის გუშინ ღამით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან გამართული საუბრების შემდეგ მიიღეს. მან გამგზავრებისა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ფრენისთვის ბენ გურიონის აეროპორტის გამოყენება ურჩია.

„პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მათთვის, ვისაც წასვლა სურს, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაგეგმონ წასვლა“, – ნათქვამია ჰაკაბის წერილში, რომელიც „ნიუ-იორკ თაიმსმა“ მოიპოვა.

მანამდე, აშშ-ის საელჩომ ისრაელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მისიის თანამშრომლების, ასევე დიპლომატების ოჯახის წევრების ქვეყნიდან გამგზავრება დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები