რატი იონათამიშვილი: სერგეი გავრილოვის განცხადება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის სერგეი გავრილოვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება.

იონათამიშვილის თქმით, სერგეი გავრილოვის განცხადება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

“დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ოკუპაციას დაგმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, მისი განცხადებები უინტერესოა. საქართველოში ევროსაბჭოს ფორმატში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება. როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის ყველაზე მაღლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დგას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლების შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო იმ რუსი დეპუტატებისთვის გააკეთებს გამონაკლის, რომლებმაც ოკუპაციის შესახებ ქვეყნის კანონი დაარღვიეს, და მაისში მათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში თბილისში მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები