ვაშინგტონში ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის – „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ ჩვენება გაიმართა

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით,  ქართული კინოს სერიების მოწყობას განაგრძობს.
რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონში შედგა ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ ჩვენება.
საქართველოს საელჩოს მრჩეველმა სოფია გეგეჭკორმა  სტუმრებს გააცნო საქართველო და მისი 8 000-წლიანი ღვინის კულტურა და ტრადიციები.
ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია –  ფილმმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები