ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რასაც დღევანდელი კენჭისყრის შედეგები მოწმობს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 621-მა ევროდეპუტატმა, 49 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 13-მა.

ყველა ოფიციალური ფინალური შეთანხმების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, რაც 31 იანვარს უნდა მოხდეს. თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არაფერი შეიცვლება: ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ შემდგომი ურთიერთობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები