ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.007 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8999 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8929 ღირდა.
0.0034 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1905 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1871 ლარი იყო.