რუსუდან თევზაძე: მახარებს, რომ დიდ ტრაგედიას გადავურჩით, რომელიც ხალხმრავალ ადგილებში იგეგმებოდა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძის თქმით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ნეგატიური კონტექსტით წარმოჩენა სასიამოვნო არ არის. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი დადასტურებულად დიდ ტრაგედიას გადაურჩა, რომელიც ხალხმრავალ ადგილებში იგეგმებოდა.
“გუშინ “იმედის” სატელევიზო არხზე, გადაცემა “არენაში” საბოლოოდ გაცხადდა სიმართლე მაჩალიკაშვილის თემასთან დაკავშირებით.
ცხადია, როგორც ადამიანს არ მხიბლავს და მით უფრო არ მიხარია გარდაცვლილი ახალგაზრდის ნეგატიური კონტექსტით წარმოჩენა, თუმცა, როგორც მოქალაქეს, ნამდვილად მახარებს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებულობისა გადაურჩა დადასტურებულად შესაძლო დიდ ტრაგედიას, რომელიც იგეგმებოდა ხალხმრავალ ადგილებში.
ასევე, გულწრფელი პატივისცემა მინდა გამოვხატო პროფესიონალი გუნდის მიმართ, რომლებმაც ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
ამის ფონზე, კი დღეს ქალბატონი თინა ბოკუჩავა სრულიად უცერემონიოდ და უტიფრად ბედავს პრეტენზიების გამოთქმას თავის ჩვეულ სტილში და კვლავ აგრძელებს ერთმნიშვნელოვნად სისხლის სამართლის თემით პოლიტიკურ მანიპულირებას”,-აცხადებს რუსუდან თევზაძე.