სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის, ქეთევან ჯაჭვაძის თქმით, საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

სხდომის დასაწყისში ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა როცესის გადადება ითხოვა, ამ განცხადების შემდეგ მან დარბაზი დატოვა. მოსამართლემ პროცესი გადადო და მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი დღეს ვერ განიხილეს.

სხდომა 10 თებერვალს, 11:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები