ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკა – კონცერტი გაიმართება

31 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის სტუდენტური ანსამბლი (ხელმძღვანელი ნინო ჟვანია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული ანსამბლი წელიწადში რამდენიმე კონცერტს ატარებს და მათი პროგრამა გაჯერებულია ინოვაციური, ექსპერიმენტული და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებებით.
ამჯერად ილიაუნიში წარმოდგენილი იქნება ქართველი კომპოზიტორის, ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკა.
ვიზუალური და ვერბალური პარტიტურები წარმოადგენს ნახატებსა თუ ტექსტებს. მუსიკა კონკრეტულ მითითებებსა და გამოწვეულ ასოციაციებზე დაყრდნობით სრულდება. მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა, არა მარტო მოუსმინოს ამ მუსიკას, არამედ იხილოს იგი – ვიდეოინსტალაციის საშუალებით. მსმენელი ასევე მიიღებს მონაწილეობას ერთ-ერთი ნაწარმოების შესრულებაში, როგორც ფორტეპიანოების ვირტუალური ორკესტრის წევრი. სწორედ ამ კონცერტზე მოხდება ეკა ჭაბაშვილის ინოვაციური იდეის პრეზენტაცია.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32, B201 აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები