ავარია გორში – ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია

გორში მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის “გორმედის” სამედიცინო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები