ბაკურციხეში ჩინეთიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდამ ვირუსის ნიშნებით კლინიკას მიმართა – კორონა ვირუსი არ დადასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა ქალი მეოთხე დღეა ვირუსის სიმპტომებს ებრძვის. დაავადებათა კონტროლის კახეთის წარმომადგენლის განმარტებით, 22 წლის გოგონას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტიკა და კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.
“სულ ბოლო ინფორმაციას გეტყვით, ახალგაზრდა ქალი პერიოდულად მიდიოდა ჩინეთში და რაც დადგინდა არის ის, რომ ქალი უხანიდან შორ პროვინციაში მუშაობს, იქიდან ჩამოსულია 16 იანვარს და იქ ყოფნისას არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულებთან. დღევანდელი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ არანაირი კორონა ვირუსი ქალს არ აქვს”, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არაა ცნობოლი შეამოწმეს თუ არა ქალი საზღვრის კვეთისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები