მაია ცქიტიშვილი: სამთავრობო ცვლილებებს არ ველოდებით, ადგილი აქვს მცდელობას, მოსახლეობას შეუქმნან არასტაბილურობის განცდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გუნდში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია “ფეიკ ნიუსია”.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ესეც არის თემა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის “ფეიკ ნიუსების”, ანუ არასწორი, თითქოს ახალი ამბების, მაგრამ სინამდვილეში ისტორიების შეთხზვის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რასაც სამწუხაროდ, ახორციელებს როგორც ჩვენი ოპოზიცია, ასევე ცალკეული მედიასაშუალებები. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამთავრობო ცვლილებებს.
ჩვენი ოპოზიციური ძალებისა და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, მოსახლეობას შეუქმნან არასტაბილურობის განცდა. სამთავრობო ცვლილებებზე – როგორც გიორგი გახარიას წასვლა, ბიძინა ივანიშვილის მოსვლა და შესაბამისად, რამე სახის სამთავრობო მნიშვნელოვან ცვლილებებზე არ გვაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე კითხვა, მე დავრჩები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, აზრს მოკლებულია”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები