ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის რეკომენდაციას არ იძლევა.

ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადან გებრეიესუსმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„WHO მოქალაქეების ევაკუაციის რეკომენდაციას არ იძლევა, საერთაშორისო თანამეგობრობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და ზედმეტად აქტიური რეგირებისგან თავის შეკავებას ურჩევს“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

გებრეიესუსი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ეპიდემიის კონტროლსა და პროფილაქტიკას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები