ნათია თურნავა: არ ვადასტურებ არანაირ სამთავრობო ცვლილებებს, ეს არის აგორებული შავი პიარი

არ ვადასტურებ არანაირ სამთავრობო ცვლილებებს. ეს არის აგორებული შავი პიარი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობა შეხმატკბილებულად მუშაობს.

„არ ვადასტურებ არანაირ სამთავრობო ცვლილებებს. ეს არის აგორებული შავი პიარი იმ მიზნით, წარმოჩინდეს, თითქოს რაღაც არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია მეგობრებო. ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები