სტამბოლში, შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები გადაწერეს

სტამბოლში, შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ხელით გადაწერეს. – ამის შესახებ სტამბოლში შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებული ორჰან ბერიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა ქართული საგანძურის ,,ვეფხისტყაოსნის” სტროფების ხელით გადაწერა, დღევანდელ დღეს ვინც მობრძანდა, გვესტუმრა და წვლილი შეიტანა ამ კეთილშობილურ პროექტში და გადაწერა თითოეული სტრიქონი, – ყველას სათითაოდ დიდ მადლობას ვუხდით.
ვამაყობთ, რომ ,,შოთა რუსთაველის” ქვეყნიდან ვართ. ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება, ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია, მობრძანდეს და მცირეოდენი წვლილი შეიტანოს ამ დიდებულ საქმეში, ჩვენი ცენტრის კარი ყველასთვის მუდამ ღიაა, მობრძანდით, გელოდებით“, – წერს ორჰან ბერიძე.
პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები