ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძეს 75 წელი შეუსრულდა

 27 იანვარს, ფოტოხელოვანსა და ჟურნალისტს, ჯემალ კასრაძეს 75 წელი შეუსრულდა.
ჯემალ კასრაძე მრავალი ფოტოგამოფენის (ჯგუფური და პერსონალური) მონაწილე და კონკურსების გამარჯვებულია, არის ალექსანდრე როინაშვილის და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.
მასზე ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი აქვეყნებს სტატუსს.

ჯემალ კასრაძე და ფეხბურთის კარუზო – ბორის პაიჭაძე, ვალიკო გენგიურის ფოტო. 1990 წ.

„ჯემალ კასრაძე 75 წლის გახდა!
ოცნებების ახდენა ვუსურვოთ. მისი უმთავრესი სურვილი მან ასე გაუმჟღავნა ერთ-ერთ გამოცემას: ძალიან მინდა ფოტოზე აღვბეჭდო როგორ ბრუნდებიან ქართველები ცხინვალშიო.
ჯანმრთელობა, ბედნიერება, შემოქმედებითი წარმატებები, ოჯახური კეთილდღეობა ვუსურვუთ ჯემალ კასრაძეს!
ჯემალ კასრაძე 1945 წლის 27 იანვარს ცხინვალში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.
ჯემალ კასრაძის, როგორც ფოტოგრაფის, დებიუტი 1971 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ შედგა, შემდეგ კი მუშაობა გააგრძელა სპორტულ გაზეთებში „ლელო“ და „მართვე“. თითქმის 40 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რედაქციებთან: „დილის გაზეთი“, „კაბადონი“, „დრონი“, „საქართველოს რესპუბლიკა“. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში. ჯემალ კასრაძეს გამოცემული აქვს წიგნები და ფოტოალბომები“, – წერს ამირან ბუთურიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები