29-30 იანვარს საქართველოში იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი

საქართველოში 27-28 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს.

“ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები