30 იანვარს ლევან გოთუას ხსოვნის დღე აღინიშნება

2016 წელს დაწესდა და 2017 წლიდან ყოველ 30 იანვარს აღინიშნება  მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან გოთუას ხსოვნის დღე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 30 იანვარს, ლევან გოთუას სახელობის პარკში (გოთუას ქუჩის ბოლოში), 17 საათზე, ყვავილებით შეამკობენ ლევან გოთუას ძეგლ-მემორიალს, 18 საათზე კი ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბისა და ჭადრაკის სასახლის შენობის პირველ სართულზე, ქართველ მთამსვლელთა მუზეუმში, გაიმართება დიდებული მწერლის, მოგზაურისა და მთამსვლელის ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც გაუძღვება საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ივანე ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები