თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები აქციას მართავენ

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა “შეცვალეს“ წევრების საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები 24 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.

მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს და მიეცეს პასუხისგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებიან. ისინი საკრებულოს თავმჯდომარესთან შესვლას აპირებენ, რათა გიორგი ტყემალაძისგან პასუხები პირადად მოისმინონ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები