კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა
ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და გადაბრუნდა.
არსებული იფნორმაციით, დაღუპულები 24 წლის მამაკაცი და მისი 3 წლის შვილი არიან. შემთხვევის შედეგად, 25 წლამდე ახალგაზრდაც დაშავდა. სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.