ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. აქედან, 48 ადამიანია დაღუპული მინას-ჟერაის შტატში, რომელიც სტიქიის შედეგად ყველზე მეტად დაზარალდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო ავრცელებს.
დაკარგულად 19 ადამიანი ითვლება.
ბრაზილიაში 24 იანვარს ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა. მინას-ჟერაის შტატის 99 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
20 ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა.