თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ამოწმებენ

0

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ამოწმებენ.

ექიმ ბაია დემურიას განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ არცერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომი არ აღმოაჩნდა.

“ჩინეთიდან ჩამოსულ არცერთ მგზავრს არ აღმოაჩნდა კორონავირუსის სიმპტომი. საქართველო ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ არის. ჩვენ ყველა მგზავრს ვაძლევთ ინფორმაციას კორონავირუსის ყველა სიმპტომის შესახებ,” – აღნიშნა ბაია დემურიამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიკოსთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც დისტანციური თერმომეტრის საშუალებით ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკრინინგს უტარებს.

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსით, ბოლო ინფორმაციით, 56 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი