ქარელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. აღნიშნულ შეხვედრებზე მოსახლეობამ უნდა წამოაყენოს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.
მერმა შეხვედრები სოფელ ლეთეთის, აფნისის, ბებნისის, ყინწვისის, ზღუდერის და გვერძინეთის მოსახლეობასთან გამართა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი პრიორიტიტული პროექტები შეირჩა : ლეთეთში – ხიდ-ბოგირების მოწყობა, აფნისში – გარე განათების მოწყობა, ბებნისში – სანიაღვრე არხების მოწყობა, ყინწვისში- გარე განათების , სასმელი წყლის და სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები, ზღუდერში- სასმელი წყლის მოწყობა და გარე განათების დასრულება, ხოლო გვერძინეთში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები