თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

0

თურქეთში ძლიერი მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.

თურქეთის აღმოსავლეთით, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა.

თურქეთის აღმოსავლეთით, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას apnews თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

მანამდე 11 იანვარს თურქეთში, სილივრის რაიონში, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წერს Independent-ი.

კომენტარები

კომენტარი