ხულოში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გაწმენდითი სამუშაოები აჭარის სავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ მერის პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან მისასვლელი გზა სრულად იქნება აღდგენილი.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 18 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა მუშაობს. გარკვეული შეფერხებები ფიქსირდება ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 551 00 52 72.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები