ჩინეთის დიდი კედელი ტურისტებისთვის დაიკეტება

ჩინეთის დიდი კედლის ზოგიერთი მონაკვეთი, 25 იანვრიდან, ტურისტებისთვის ჩაიკეტება. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია გახდა.

ამის შესახებ Reuters პეკინის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ჩაიკეტება კედლის რეკონსტრუირებული მონაკვეთი „ბადალინი“, რომელიც ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

23 იანვარს ასევე გახდა ცნობილი, რომ პეკინში მდებარე სამუზეუმო კომპლექსი „აკრძალული ქალაქი“ 25 იანვრიდან ჩაიკეტება.

მუზეუმის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ ვისაც ბილეთები აქვთ ნაყიდი, თანხა უკან დაუბრუნდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები