„მთელი ჩემი შემოქმედება, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია სასახლესთან“

„მთელი ჩემი შემოქმედება, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია სასახლესთან“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ეროვნული სასახლე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორის, მსახიობის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო მიმართულების ასოცირებული პროფესორის გიორგი (გოგი) თოდაძის გარდაცვალებას.
„გოგი თოდაძეს მიღებული აქვს თეატრალური პრემიები, არის ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სამთავრობო და სახალხო ღონისძიების რეჟისორი. ათეული წლების განმავლობაში ბატონი გოგი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.  შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში 100-ზე მეტი სპექტაკლი დადგა.  თოდაძემ დააარსა და ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების თაობები აღზარდა“, – აღნიშნულია ეროვნული სასახლის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები