დუშეთსა და ჩარგალში მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

25 იანვარს, სახალხო პოეტის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრის – მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დუშეთსა და ჩარგალში ღონისძიებები გაიმართება.
10:30 საათი – დუშეთის ყოფილი სასამართლოსა და მილიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე (იმ ადგილას, სადაც მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ესვენა), მისი ხსოვნის პატივსაცემად  ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება მოეწყობა.
13:00 საათი – სოფელ ჩარგალში მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიხსენებენ მის დამსახურებას ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ისაუბრებენ მის შემოქმედებაზე.
წარმოდგენას გამართავს ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლი“ (ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები