ერაყში აშშ-ის ჯარის გაყვანას ითხოვენ

ბაღდადში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ქვეყნიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას ითხოვენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Al-Sumaria ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, აქციის მონაწილებს ერაყის დროშები უჭირავთ და პატრიოტულ ლოზუნგებს სკანდირებენ.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ აქციას წინ შიიტი პოლიტიკოსის, რელიგიური ლიდერის მუკტად ას-სადრის მიერ ერაყის პარლამენტში გაკეთებული განცხადება უძღოდა.

პოლიტიკოსმა ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები