ნიკოლოზ ანთიძე ყულევში ჩაძირული გემის მუზეუმად გადაქცევის ინიციატივით გამოდის

ყულევში ჩაძირული გემის მუზეუმად გადაქცევის ინიციატივით გამოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
„ყულევის პორტთან ჩაძირული მემკვიდრეობა, სავარაუდოდ, „ავრორას“ ტიპის კრეისერი. მაგარი იქნება, თუ ამოვიღებთ, რესტავრაციას ჩავუტარებთ და მუზეუმად ვაქცევთ“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ნიკოლოზ ანთიძე.
როგორც ნიკოლოზ ანთიძემ „პირველ არხს“ განუცხადა, ყულევში ჩაძირულია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის „ავრორას“ ტიპის გემი. მისივე თქმით, შესაძლოა, ერთ-ერთ ესტონურ კომპანიას მიმართოს. მთავარია, დაიწყოს ამ პროცესზე მუშაობა. დანარჩენი მერე გამოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები