პენტაგონი სამხედრო ძალების გლობალურ რეორგანიზაციას იწყებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი აცხადებს, რომ პენტაგონის ახალი სტრატეგიის შესაბამისად, უკვე 2020 წლიდან, შესაძლოა, სამხედრო ძალების გლობალური რეორგანიზაცია დაიწყოს. ახალ სტრატეგიაში აშშ-თვის ორ ძირითად საფრთხედ რუსეთი და ჩინეთია დასახელებული.

ესპერის თქმით, მას რეორგანიზაციისთვის მკაცრად განსაზღვრული ვადების დადგენა არ სურს.

მინისტრმა ლათინურ ამერიკაში აშშ-ის სამხედრო მისიების გადახედვა დაიწყო.

უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების საჭიროება დიდი ხანი მომწიფებულია, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთმა აზიის რეგიონში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, იმ დროს როდესაც შეერთებული შტატები, კონცენტრირებული იყო კონტრტერორისტულ ოპერაციებზე ერაყში, ავღანეთში, სირიასა და სხვა ქვეყნებში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასავლეთ აფრიკაში აშშ-ს, სულ მცირე, სამხედრო კონტინგენტის ზომიერი შემცირება მოხდება, სადაც ისლამისტების ძალები ძლიერდება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პენტაგონს ჯერ მიღებული არ აქვს.

გარდა ამისა, აშშ-ის სამხრეთის სარდლობაში სამხედროების მნიშვნელოვანი შემცირება, შესაძლოა, ძალიან სწრაფად მოხდეს. ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ყოფნა, ამჟამად უმნიშვნელოა. უმრავლეს შემთხვევებში საუბარია ათობით სამხედროზე, რომლებიც სწავლებებში მონაწილეობენ. ამასთან, ათასობით სამხედრო მოსამსახურე, შესაძლოა, იყოს გაყვანილი, ან გაგზავნილი ახლო აღმოსავლეთში.

თუმცა, მარკ ესპერმა მაიამიში მდებარე სამხრეთის სარდლობის შტაბ-ბინაში სტუმრობის დროს, 23 იანვარს განაცხადა, რომ „ყველა ხშირად ფიქრობს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადახედვაზე, ეს ნიშნავს შემცირებას. არ არის აუცილებელი ასე იყოს. გადახედვა შეიძლება ნიშნავდეს რიცხოვნობის შემცირებას, შეიძლება ნიშნავდეს რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნას, თუ ამის საჭიროება იქნება“.

პენტაგონის მონაცემით, უკანსკნელი 5 წლის განმავლობაში ლათინურ ამერიკის პორტებში ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდების შესვლა 70%-ით გაიზარდა. პეკინი ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვას ზრდის, ზრდის ასევე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს და ტვირთბრუნვას.

სამხრეთის სარდლობის გათვლებით, ჩინეთმა ვენესუელას, ბოლო ათწლეულში, 615 მლნ დოლარის იარაღი მიჰყიდა.

თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენლემა განაცხადა, რომ სამხრეთის სარდლობაში შემცირება აქამდეც მომხდარა.

„მაგალითად, 10 წლის წინ, დაზვერვის მიზნით კოლუმბიაში სადაზვერვო ქვედანაყოფი გვყავდა. ამჟამად მხოლოდ ორი ანალიტიკოსი გვყავს, რომლებიც კოლუმბიის საკითხზე მუშაობენ“, – ამბობს წყარო.
მისი თქმით, „ანალიტიკოსების რაოდენობის შემცირება და ყურადღების გადატანა რუსეთიდან ჩინეთიდა მომდინარე საფრთხეებზე ნიშნავს იმას, რომ რიგ ოლქში არსებული პრობლემების მოუგვარებლობის რისკს ვაწყდებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები