მედიაჰოლდინგ „კვირას“ განცხადება დღევანდელი პრესკონფერენციების გადადებასთან დაკავშირებით

დღეს დაგეგმილი პრესკონფერენციების გაუქმებასთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და ბრალდებები, რასაც გვსურს გამოვეხმაუროთ.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ტექნიკური პრობლემების გამო, დღეს დაგეგმილი ვერცერთი პრესკონფერენცია ვერ გაიმართა, რის შესახებაც ჩვენი მხრიდან ცოტა ხნით ადრე ეცნობა ყველა იმ პირს, ვისაც ბრიფინგი ჩანიშნული ჰქონდა.
გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა – კამერა გამოვიდა მწყობრიდან.
რაც შეეხება „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს“, მიუხედავად იმისა, რომ „კვირას“ მასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ აქვს, ჩვენ, როგორც არაერთხელ, ამ შემთხვევაშიც ჩავნიშნეთ პრესკონფერენცია, მედიაში გავავრცელეთ ანონსი და მათ ამჯერადაც მივეცით შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ ესარგებლათ მედიაორგანიზაციის საპრესკონფერენციო სივრცით (თუმცა, შეგვეძლო, ბრიფინგის ჩატარებაზე უარი ნებისმიერ დროს, თუნდაც წინა დღეს გვეთქვა).
ბრიფინგის გადადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, უფლებადამცველთა ორგანიზაციის წარმომადგენელთა მხრიდან ჩვენი თანამშრომლების მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომლის მოვალეობა ადამიანთა უფლებებზე ზრუნვაა, ცრუ ბრალდებებს ახმოვანებს, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
აღსანიშნავია, რომ „კვირა“ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ წლებია თანამშრომლობს და მათი წარმომადგენლები ჩვენს მედიაჰოლდინგს არაერთხელ მრავალი თემით სტუმრობდნენ.
თვალსაჩინოებისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმულების არასრული ჩამონათვალი:
http://kvira.ge/475993
http://kvira.ge/475981
http://kvira.ge/506093
http://kvira.ge/476398
http://kvira.ge/500233
http://kvira.ge/500241
რაც შეეხება დღეს ტექნიკური მიზეზით გადადებულ კიდევ ორ პრესკონფერენციას, მედიაჰოლდინგ „კვირას“ ოფისში ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები