ნესტან ლონდარიძე: დანაშაულის დღეს მომხდარი ჩანაწერები წაშლილია

დანაშაულის დღეს მომხდარი ჩანაწერები წაშლილია, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

“ჩანაწერებში ჩვენ არ დაგვხვდა უშუალოდ დანაშაულის დღის ჩანაწერები. არის პატარა ფრაგმენტი გადმოცემული პირველი დეკემბრის, თუმცა ყველა ამ ფრაგმენტში არსებული ჩანაწერი არის წაშლილი. საუბრები მიმდინარეობდა დანაშაულის დღეს და რა საუბარი უსწრებდა წინ დანაშაულს უცნობია. საუბრები არასრულწლოვნებს შორის გრძელდება 3 დეკემბრიდან, თუმცა ის მასალა, რაც არის უკვე გადმოცემული, თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ ეს არის მიმოხილვა და განხილვა. ბავშვები ამახვილებდნენ ყურადღებას კალანდიას მონაწილეობაზე და ადასტურებდნენ იმას, რომ ის ორი მსჯავრდებული, რომლებიც უკვე არიან საქმეში, წაიყვანა სწორედ მიხეილ კალანდიამ”, – განმარტა ადვოკატმა.

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს გაეცნო.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობით, „ინსტაგრამიდან“ 4 პირის პირადი მიმოწერაა ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები