დავით ზალკალიანი ოსური სააგენტოებით გავრცელებულ ფოტომასალას სიცრუეს უწოდებს

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოსური სააგენტოების მიერ გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის იტალიაში ვოიაჟია ასახული, სიცრუეს უწოდებს. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ოსური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტი სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „კვირას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იტალიის საგარეო უწყებას სეპარატისტულ რეჟიმთან რაიმე სახის დოკუმენტი არ გაუფორმებია.
„არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. ჩვენ გვაქვს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და იტალიის საელჩოს მყარი რწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა იტალიისა და ოსეთის ოკუპირებულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ის, რასაც ოსური საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური რწმუნება, რომ არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ის ფოტომასალა და დოკუმენტი, რასაც ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, სიცრუეა. ფოტოები არაფერს არ მეტყველებს“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
alanmeriaამ საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2014 წლის 28 იანვარს გააკეთა. უწყებამ მაშინ არც კატეგორიულად უარყო იტალიისა და სეპარატისტულ რეჟიმთან რაიმე სახის დოკუმენტის გაფორმება.
„იტალიის საგარეო უწყება სეპარატისტულ რეჟიმთან რაიმე სახის დოკუმენტის გაფორმებას არ ადასტურებს, – ამის შესახებ იტალიის საგარეო უწყებამ რომში საქართველოს საელჩოს აცნობა. “სანაკოევის მორიგ ტყუილზე აგებული პიარკამპანიის ნაწილი”, – ასე აფასებს იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცხინვალსა და იტალიის ქ.ლანუზეას შორის “თანამშრომლობის ხელშეკრულების” გაფორმებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის 13 იანვარს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ქცხინვალის ე.წ. „ადმინისტრაციამ“ გააფორმა „ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ სარდინიის ქ. ლანუზეისთან. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური მხრიდან ე.წ. „შეთანხმებას“ ხელი მოაწერა ქ. ლანუზეის მერმა, დავიდე ფერელიმ“, – საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება 2014 წლის 28 იანვრით არის დათარიღებული. th_305x173_1391014681_unnamed-1
შეგახსენებთ, რომ დღეს ოსური საინფორმაციო სააგენტოები ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის იტალიაში ვოიაჟის ამსახველ ფოტომასალას და იმ დოკუმენტს აქვეყნებენ, რომელიც, მათი განცხადებით, ცხინვალსა და იტალიის ქალაქ ლანუზეის შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარებას ეხება. ფოტოებზე, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, შეხვედრის კადრებია ასახული. ცხინვალსა და ლანუზეის შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მაშინ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დე ფაქტო ხელისუფლებასთან რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად უარყო. აღნიშნულის თაობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ამბობს, რომ გავრცელებული 2 სხვადასხვა ვერსიიდან ის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას ენდობა. ოსური სააგენტო „osradio.ru“ გაფორმებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელსაც მხარეთა ხელმოწერა ერთვის.

                                                                                                                                                                                                                                   იზა შაქარაშვილი

მასალის გადაბეჭდვისას წყაროს მითითება აუცილებელია!

asasas_2  asasas_1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები