ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: ჩინეთიდან ჩამოსულ ადამიანებს, თუ სიმპტომები აღმოაჩნდებათ მიეცემათ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ

საქართველოს “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“საქართველოს საზღვრებზე, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო საზღვრებზე დადგმება ბანერები. ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე, ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენაზე. ქალაქ უჰანიდან და შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს, ჩინელებს თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები, რომლებიც ჩამოთვლილი იქნება ვის უნდა მიმართონ, სად უნდა დარეკონ და ა.შ.”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია, დაავადებულია 571 ადამიანი, მათგან 95 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები