41-დან 44-ზე -კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა.საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 56 ქულა დააგროვა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა. 2018 წელთან შედარებით საქართველომ 2 ქულით უკან გადაინაცლა 41-დან 44-ზე გადავიდა. მიუხედავად მცირედი რეგრესისა, 56 ქულით კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.
ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ.