11 წლის ელენე ელყანიშვილის ნახატების მეხუთე პერსონალური გამოფენა გაიხსნება

31 იანვარს, 11 საათზე, 11 წლის ელენე ელყანიშვილის მეხუთე პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ელენე ხატავს 3 წლის ასაკიდან. 6 წლის ასაკში ნახატების კონკურსში გაიმარჯვა და პირველი პრიზი მოიპოვა. 142-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა და უკვე 700-ზე მეტი ნახატის ავტორია.
ელენე ელყანიშვილს 4 პერსონალური გამოფენა უკვე ჰქონდა. ამჯერად, სავარაუდოდ, მისი 60-70 ნამუშევარი გამოიფინება.

მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68.  ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები