მხატვრული ფილმის – „ფელიჩიტას” ჩვენება და დისკუსია გაიმართება

28 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაშ, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი მხატვრული ფილმის „ფელიჩიტა” ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.
ფილმის ჩვენება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით  გაიმართება.
მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი;
მოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ დევიძე.
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები