თამარ გაბუნია კორონავირუსზე: განგაშის საფუძველი არ არსებობს, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში განგაშის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

“ინფექციურ საავადმყოფოებში არსებობს ბოქსირებული პალატები და ამ პალატების მზაობა არის, რაც ერთ-ერთი ეფექტური გზა იმისა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. დღეს, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი, მზაობის რეჟიმში. ყოველ წუთას ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონტაქტის საფუძველზე დამატებით ინფორმაციას. როგორც კი გვექნება დამატებითი, განსხვავებული ქმედების შესახებ მითითება, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ამ მითითებებს მივყვეთ. დღეს, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არანაირად განგაში საფუძველი არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მივმართოთ ინფექციის კონტროლის ზოგად ზომებს, ხელის დაბანა, კონტაქტების თავიდან არიდება და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ საყურადღებოა ის, რომ თუ სიმპტომი, ზოგადი რესპირაციული ინფექციის ადამიანს ექნება და მან იმოგზაურა რეგიონებში, რომელიც მუდმივად კონტროლის ქვეშ არის და ამის შესახებ ცხადდება საინფორმაციო საშუალებებით, იყვნენ ყურადღებით და მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია, დაავადებულია 571 ადამიანი, მათგან 95 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები