ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს, 51 წლის გელა ქანთარიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკუპორ ზვიად ფიფიას შუამდგომლობა აღვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პროკურორის განცხადებით, არსებობდა მსჯავრდებულის მიმალვისა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც აღკვეთის სახით პატიმრობა მოითხოვა.
ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა და ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები