სანდრო გეგეჭკორთან სალონური შეხვედრა გაიმართება

 27 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, პიანისტ სანდრო გეგეჭკორთან სალონურ შეხვედრას ატარებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სანდრო გეგეჭკორი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი და კლასიკური მუსიკის ფესტივალებსა და საერთაშორისო კონკურსებში მრავალგზის გამარჯვებულია.
პიანისტი საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: ამსტერდამის კონცერტგებაუს სამეფო დარბაზსა და ვენის კაიზერის დარბაზში.
2018 წელს სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმმა დააფუძნა სანდრო გეგეჭკორის სახელობის ფესტივალი-  „სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან“.
შეხვედრაზე პიანისტი შეასრულებს რამდენიმე ნაწარმოებს საკონცერტო რეპერტუარიდან და ასევე ისაუბრებს:
როდის აღმოაჩინა თავის თავში მუსიკა;
როგორ უნდა მიიტანოს მსმენელამდე ნაწარმოები;
კლასიკური მუსიკისადმი ინტერესზე უცხოეთსა და საქართველოში;
სამომავლო გეგმებზე.

მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N 17; ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები