გია ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკას “ნაცმოძრაობის” მოკავშირე სახალხო პარტიის დამოკიდებულებად აფასებს
ევროპარლამენტარების მხრიდან წამოსულ კრიტიკას პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკი განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირე სახალხო პარტიის დამოკიდებულებად აფასებს.
“ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირე სახალხო პარტიის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, ფორმირდება მათი პოლიტიკური პოზიციის გამო და რეალურად, სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, დავინახავთ ძალიან ნათელ სურათს. პროპორციული არჩევნები, როგორც გარანტია სტაბილურობისა, ჩვენ შევთავაზეთ 2024 წელს და შემდეგ კიდევ 24 ივნისს, თუმცა რეალურად, სურათი მივიღეთ ისეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სერიოზულ სტრესს და დესტაბილიზაციას,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებული ვითარება გააკრიტიკეს.