ახალციხის 5 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
პამაჯში, ღრელში, კლდესა და აგარაში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობები აშენდა, სოფელ სხვილისში კი არსებულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო მომსახურება, თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიებში გაეწევათ.
სოფლად ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს, “ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ახალი ამბულატორიების მშენებლობა სოფლებში თისელში, ურაველში, ხეოთსა და საძელში მარტის ბოლომდე დასრულდება.