ახალციხეში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს უნივერსიტეტმა ახალციხეში ბიბლიოთეკა გაიხსნა. გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, კოტე იოსელიანმა, საჯარო ლექცია ჩაატარა. მან ყურადღება ძირითადად დემოკრატიის როლზე, სახელმწიფო განვითარებაზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე გაამახვილა.

საჯარო ლექციას 15-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

როგორც საქართველოს უნივერსტიტეტის ლექტორმა “რეგიონულ კვირას“ განუცხადა, ბიბლიოთეკა კიდევ ხუთ რეგიონში გაიხსნება.

“პირველი ბიბლიოთეკა ზუგდიდში გავხსენით. ახალციხე რიგით მეორე ქალაქია. ჩვენი უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს მოსახლეობას არსებული სივრცეები თავიანთი აკადემიური მიზნებისთვის გამოიყენონ. რაც შეეხება ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურას, წარმოდგენილია სხვადასხვა კლასიკური, საბავშვო, პროფესიული და სამართლებრივი სახის წიგნები. რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება მომავალში“,- განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ბიბლიოთეკის გახსნას დადებითად აფასებენ ადგილობრივებიც. ამბობენ, რომ ახალგაზრდები ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები იქნებიან.

“ჩვენს რეგიონში ამ ბიბლიოთეკის გახსნას დიდი დატვირთვა აქვს. აქ არსებული წიგნები საშუალებას მოგვცემს ახლოდან გავეცნოთ სხვადასხვა ლიტერატურას. თვალი მოვკარი მხატვრულ მიმართულებასაც. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, რადგან ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ვარ“,- ამბობს ნინო ზედგინიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები